Forum Settings
Forums
New
Jan 4, 3:24 AM
#1
Offline
Jul 2008
7
პირველ რიგში გილოცავთ ყველას!

პატარა ფლეშბექი, ეპიზოდის დასაწყისშივე. ეს ჯგუფი შეიქმნა 2008 წელს, როცა ანიმე არ იყო გავრცელებული, ეპიზოდებს 480p გაფართოებით აღფრთოვანებით ველოდებოდით ყოველ კვირა, ხოლო ამ სამყაროსთან ასოცირება ხშირად საიდუმლოდ რჩებოდა, ხალხისგან გარიყვის შიშის გამო. შეიძლება არც არავინ გყოლოდა გვერდით, ვისაც შენს აღტაცებას და საყვარელ ანიმეს გაუზიარებდი, გაარჩევდი კაკაში მოერეოდა თუ 2000 ბაყაყი, მსგავსი მილიონი სისულელე და ბევრისთვის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არ ქონდა, ჩვენ ასეთმა ხალხმა, რომელსაც ანიმეს სიყვარული გვაერთიანებდა, ერთმანეთი აწ უკვე გარდაცვლილ Anime.ge-ს კარებთან ვიპოვეთ და ბევრი ახლო მეგობარი შევიძინეთ. ეს კლუბიც ამ ყველაფრის ერთი სახე იყო.

დღეს ანიმე როგორც მედია, ყველაზე პოპულარულია რაც კი ოდესმე ყოფილა, ეს ფაქტი დიდ სიხარულსა და სიამაყეს მგრვის, რომ შეძლო ინდუსტრიამ და ჩვენ, მაყურებლებმა, ნელ-ნელა დაგვენახებინა ფართო აუდიტორიისთვის, რომ მხოლოდ ერთი შანსის მიცემაა საჭირო, მათთვის შესაფერისი სამყაროს საპოვნელად.

ახლა კი, მთავარი კერძი - ჯგუფი 2026 წელს, დღეს აქ ვართ მთის ძირში და ნებისმიერი, ოდნავი ცვლილებაც კი მწვერვალისკენ გვაღებინებს გეზს. შესაბამისად, შეიცვალა მოძველებული სურათი, ესეც პირველი ნაბიჯი.
არ მაქვს ჩამოყალიბებული, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ჯუფმა დღევანდელ რეალობაში და ვერც იმას დაგპირდებით, რომ ჰობის დონეს გაცდება ჩემი ჩართულობა, მაგრამ აქ ვართ და თუ სურვილი გვექნება, შეგვიძლია ნებისმიერ რამედ ვაქციოთ.

სურვილები, იდეები, მიმართულებები, გააზიარეთ ყველაფერი.
Reply Disabled for Non-Club Members
Jan 4, 7:48 AM
#2
Offline
Mar 2021
8
მეც გილოცავთ ახალ წელს
მე ახალი ვარ ამ კლუბში 3 წლის ვიყავი ეს კლუბი რომ შეიქმნა საოცრებაა დღემდე რომ არიან ამ კლუბიდან ადამიანები აქტივზე (არა კლუბში) მაი ანიმეზე კაი იქნებოდა ეს კლუბი რომ აქტივზე დაბრუნებულიყო მარა ეგ უკვე ხალხზეა დამოკიდებული
Jan 23, 2:38 AM
#3
Offline
Aug 2008
3
aaaw ნოსტალჯიიი მეტაკა ახლა ამ პოსტზე :)

მიხარია ვეტერანების ნებისმიერი აქტივობა ხოდა აქ ვიქნები მეც თუ რამე :)

სამწუხაროდ ძველი ქომიუნითი იმდენად შეიცვალა რომ პირადად მე ვეღარ ვიპოვე იქ ადგილი. ფორუმი არ არსებობს, ჯერ ფბ ჯგუფი იყო არ გაამართლა, მერე ჩათი გაკეთდა და უფრო ქოსფლეის თემაში მოიხოდა, ახლა ეგაც აღარაა და ვითომ დისქორდიო მაგრამ მკვტარია იქაურობა :)

არადა ისევ ისე მჭირდება მე ჩემი ქომიუნითი როგორც 18 წლის წინ :) მეტადაც კი. ახლა იმდენი სიახლეა ამ სფეროში, იმდენი რამ ხდება და კი ჩემ შვილთან ვსაუბრობ ამ თემაზე მაგრამ დედის როლი მაინც მბოჭავს რაღაც თემებში :) უფრო დამრიგებლური საუბრები გვაქვს ხოლმე ვიდრე ჩვენი აზრების გაზიარება :)

მაკლია მოკლედ ჩემი ქომიუნითი და თუ რამე სახით დავაბრუნებთ მაგ ამბებს იქნება ცხონება <3

მოკლედ მეც გილოცავთ ყველას (გვიან ვნახე ეს პოსტი არ შემოვსულვარ კაი ხანია მალ-ზე) ხოდა რავიცი აქ ვარ და ვქნათ რამე <3
Reply Disabled for Non-Club Members

More topics from this board

» Elfen Lied

Aklama - Oct 24, 2008

11 by underoath777 »»
Nov 20, 2011 4:02 PM

» member cards(REPLAY)

ichigo_sama - Oct 10, 2009

21 by underoath777 »»
Nov 20, 2011 4:00 PM

» ANIME JANRI

Morgoth13 - Dec 12, 2008

12 by underoath777 »»
Nov 20, 2011 3:58 PM

» Main Club Picture

Sanom4 - Jun 1, 2008

4 by Durie »»
Oct 31, 2009 2:26 PM

» MEMBER CARDS

ichigo_sama - Sep 28, 2009

8 by Durie »»
Oct 15, 2009 8:16 AM
It’s time to ditch the text file.
Keep track of your anime easily by creating your own list.
Sign Up Login